-
2017-09-15 18:34
ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს, ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში არის შემოსული მეტი წინა წელთან შედარებით; ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი, ტურიზმიდან ამონაგები არის მეტი. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი. შესაბამისად, არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს.
ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება, გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა",-აცხადებს ქუმსიშვილი.