თერმიტული ხელყუმბარა - ცეცხლგამჩენი ნაკეთობა, რომელიც რუსულ ონლაინმარკეტებში იყიდება

Image

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ასევე საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გაჩენილმა არაერთმა ხანძარმა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თვითგამნოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებით წინასწარ დაიზღვია თავი, წარმოშვა ვერსია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ხანძრებს ხელოვნურად აჩენენ ან რუსეთიდან ტურისტებად შემოსული სპეცთანამშრომლები, ან ადგილზე მოსყიდული მოქალაქეები. 

 

სხვადასხვა ვერსიას შორის, რითაც, შესაძლოა, ხელოვნურად აჩენენ ცეცხლს, დასახელდა უკაცრიელ ადგილებში ასული "ტურისტების" მიერ სწავავის ატანა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება და სხვა ვერსიები. 

 

აღსანიშნავია, რომ სამიზნე ქვეყნის ტერიტორიაზე ხანძრის კერების გასაჩენად სულაც არაა აუცილებელი სწავავის ზიდვა ცისტერნებით ან ბიდონებით, ან თუნდაც, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადება: საკმარისია ზურგჩანთაში გეგდოს იშვიათი, მაგრამ დაინტერესებული პირებისთვის ხელმისწვდომი სპეციალური თერმიტული ხელყუმბარა, რომელიც იგივე პრინციპით ამოქმედდება, რითაც სხვა საბრძოლო დანიშნულების ხელყუმბარები. 

 

თერმიტული ხელყუმბარა ჯერ კიდევ 1917 წელს გამოიგონეს და მას მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებისთვის, ასევე, ხის საფარის დაწვისთვის, ტყეებში ხანძრის გასაჩენად იყენებდნენ. ამგვარი ნაღმი-ყუმბარები იყიდება სხვადასხვა რუსულ ონლაინ-მარკეტსა და ფორუმებზე, სადაც აღწერაში პირდაპირ წერენ, რომ ყუმბარა ეფექტურია ხანძრის გასაჩენად სამიზნე ტერიტორიაზე. 

 

ხელყუმბარა შენელებული მოქმედების ნაღმია, მისი წონა 0,81 კგ-ა. კორპუსი მაგნიუმისაა, რაც ასევე, ყუმბარის მოქმედების ეფექტურობის ზრდისთვისაა გათვალისწინებული. ამოქმედების შემდეგ მისი აალების დროა 20 წამი. ხელყუმბარის შიგთავსი უზრუნველყოფს 2000 - 2300 გრადუსი ტემპერატურის გამოყოფას. 

 

აღწერილობაში, რომელიც განაცხადშია მითითებული, ხაზგასმულია, რომ არსებობს რამდენიმე მაკეტი და ისინი მოსკოვშია, ანუ, მყიდველმა სწორედ რუსეთის დედაქალაქში უნდა შეიძინოს. მითითებულია ასევე ფასი: ერთი ცალი 10.000 რუსული რუბლი(დაახლოებით 400 ლარი).

termit.jpg

termit1.jpg

termit2.jpg

termit3.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !