ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერს რუსული სტილით აშენებენ

Image

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს ახალი სამონასტრო კომპლექსი შენდება და კომპლექსში რუსული სტილის ეკლესიაც შედის. ნიკა ვაჩეიშვილი წერს, რომ ყინწვისში არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა. მის სტატუსს ისტორიის დოქტორანტისა და თეოლოგიის მაგისტრის ლაშა დეისაძე-შარვაშიძის შეპასუხება მოჰყვა. 

 

ნიკა ვაჩეიშვილი წერს:

 

"ვიყავი ყინწვისში, გაჩაღებულია მშენებლობა მონასტრის გარშემო, ისე, რომ წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს, აგრესიულს და უსაშველოდ დიდს. ძველი მონასტრის ეზოში ხომ ახალი, ტორტივით გაფორმებული შეუსაბამო ტაძარია ჩაკვეხებული.

 

სადაა მოწიწება, სადაა წინაპართა პატივისცემა, სადაა სილამაზის დანახვის უნარი. სიბრმავე და თვითნებობა მეფობს" - და ფოტოსაც აქვეყნებს:

AVAZAK1.jpg

"ეს ეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროს, ეგებ გარემოს დაცვასაც - ამოღრუტნულია ტყე...", - წერს ნიკა ვაჩეიშვილი. 

 

რამდენიმე წუთში ნიკა ვაჩეიშვილს ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ უპასუხა და დაწერა, რომ ახალი კომპლექსის მშენებლობა არა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის თავზე, არამედ მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობს:

 

"წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს" - თავზე ადგამენ ნიშნავს, რომ ტაძარს აშენებენ ზემოდან. ძალიან არასწორად გამოხატეთ ვითარება, ბატონო ნიკოლოზ!

 

თქვენს მიერ ხსენებული სამონასტრო კომპლექსი (კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის) შენდება ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრიდან აბსოლუტურად სხვა მხარეს, რამდენიმე ასეული მეტრის (შესაძლოა 1 კმ.) დაშორებით, ის წარმოადგენს სხვა მონასტერს და არანაირ შემხებლობაშია ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერთან.". - წერს დეისაძე-შარვაშიძე, მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კი მშენებარე სამონასტრო კომპლექსია გამოსახული (სტატიის მთავარი ფოტო)

რედაქტორის რჩევით

ახალსოფელში ნინი ქარსელაძე ადგილობრივების მოთხოვნით იმღერებს

2019-04-25 18:08
ახალსოფელში ნინი ქარსელაძე ადგილობრივების მოთხოვნით იმღერებს.

„მეორე კლიპს ჩემს დაწერილ სიმღერაზე გადავიღებ“-ნუცა ბუზალაძე

2019-04-25 14:49
გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ , ყოველ ოთხშაბათს ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მომღერლებს...

ნიკ უესტისა და ნიკუშა კანდელაკის ქორწილი 11 მაისს დაიგეგმა

2019-04-25 13:18
ვარსკვლავური წყვილი ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი 11 მაისს იქორწინებენ.

მამუკა ჩარკვიანი 29 მაისს კონცერტს გამართავს

2019-04-25 12:27
მომღერალი მამუკა ჩარკვინი 29 მაისს კონცერტს გამართავს.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0067
0.0179
100
RUB
 - 
4.1654
0.0471
1
USD
 - 
2.7007
0.0023

გუშინ:

ჰიტები:477 უნიკალური:399

მიმდინარე:

ჰიტები:67 უნიკალური:54