მარია ზახაროვა: ბორჯომის სტიქიის დროს დახმარების თხოვნა ქართული მხარისგან ოფიციალურად მივიღეთ

Image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად დახმარების თხოვნა რუსეთმა საქართველოსგან ოფიციალურად, 23 აგვისტოს მიიღო. 

 

ზახაროვას განმარტებით, ეს შვეიცარიის სამაშველო სამუშაოებში ჩართვის თხოვნა მოსკოვში შვეიცარული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ ქვეყნის დიპლომატებს შორის კომუნიკაციას ემსახურება.

 

„23 აგვისტოს თბილისისგან მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. შეტყობინება გაფორმებული იყო ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან.

 

რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი “ილ 76”, თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო.

 

შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 24 აგვისტოს მივიღეთ. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ხანძრისა და მისი შედეგების ლიკვიდირება.

 

"საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივიღეთ ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 23 აგვისტოს. რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის საუბარს, შემიძლია გითხრათ რომ კონტაქტი ნარჩუნდება ამ დონეზე და დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს,“- განაცხადა მარია ზახაროვამ „კურიერთან“ საუბრისას.

 

მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ კეთდება საქართველოს საგარეო უწყებაში. დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ საკმარისი იყო განმარტება რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

 

აბაშიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ გადაწყვიტა მიემართა რუსეთისთვის დახმარების თხოვნით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !