
საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილ ცეცხლგამძლე ფეხსაცმელს გადასცემს.
საჩუქრის გადაცემის ცერემონია თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში გაიმართება. ფეხსაცმელს ქართულ მხარეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი დღეს გადასცემს.