"ძალა ერთობაშია!" - მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელსაც თანადგომა სჭირდება

Image

ალბათ, ბევრს მოგხვედრიათ თვალში, "ფეისბუქის" ნიუსფიდის სქროლვის დროს ლაივები თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალიდან:

 

ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წევრები დროშებითა და ანტისაოკუპაციო შინაარსის პლაკატებით ხან დასავლეთის მიმართულებით, ნიგოზა-ყარაფილას გადასახვევთან, ხან კი აღმოსავლეთით, ნიგოზა-კოდისწყაროს გადასახვევთან, სიცხესა თუ წვიმაში დგანან და გამვლელებს იმ საფრთხეზე მიანიშნებენ, რაც მათგან 400 მეტრში, რუსი ოკუპანტების სახით ქვეყანას ემუქრება. 

 

ისინი ყოველდღე იცვლებიან, თუმცა, ძირითადი სახეები უცვლელად დგანან: დავით ქაცარავა, ლაშა ბერულავა, ირაკლი საჯაია, მიშა ვაშაკიძე, გიორგი დეკანოიძე და სხვები...

 

მათ შორის ხშირად გოგოებსაც ნახავთ: ანი ჭარხალაშვილი, ლანა ღვინჯილია, თინა დარბაიძე, თეა თაბაგარი... - ყველანი ერთად ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც ასეც ჰქვია: "ძალა ერთობაშია". 

 

მათ ლაივებს დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე. გამოხმაურება აქვს ადგილზეც და, როგორც ამ აქცია პერფორმანსის მონაწილეები ამბობენ, სწორედ ჩავლილი მანქანების მგზავრთა რეაქცია ავიწყებს მათ დაღლილობას, სიცხეს, წყურვილს...

 

მოქალაქეები აქტურობენ, ასიგნალებენ, ზოგი აჩერებს კიდეც, მოიკითხავს ამბავს, აქციის მონაწილეებს წყალს, ხილს, ტკბილეულს მიაწვდის... ზოგი საგანგებოდ ჩადის, რათა აქციის მონაწილეები მოიკითხოს და შეუერთდეს, თუნდაც მცირე ხნით. ზოგს საჩუქრები მიაქვს, საველე პირობებისთვის გამოსადეგი და აუცილებელი...

 

ზოგი სკეპტიკოსი ამრეზითაც კი უყურებს აქციას: "ჰა, გაიქცნენ რუსები?", "და იქ რომ დგახართ, რა, შეეშინდებათ და გაიქცევიან?" - ამგვარ კომენტარებს აქციის მონაწილეები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ზოგი, ძალიან იშვიათად, ჩავლილი მანქანიდანაც გამოხატავს გულისწყრომას, მაგრამ საერთო ჯამში, მოსახლეობა ამ ადამიანების მიმართ მაინც სოლიდარულია...

 

აქცია პერფორმანსი "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!", რომელიც 20 დღეზე მეტია, გრძელდება, "ძალა ერთობაშია" ორგანიზაციისთვის მხოლოდ ერთი დეტალია: ამ ორგანიზაციის მთავარი მისია და დანიშნულება სამოქალაქო სადამკვირვებლო საქმიანობაა. 

 

ყოველ დილით, 7 საათზე, ამინდის მიუხედავად, წინასწარ შერჩეული მოხალისე მორიგეები დიდუბის მეტროსთან იკრიბებიან და ყარაფილას მიმაღთულებით გადიან. რვაზე უკვე ნიგოზას მაღლობზე არიან, კაკლის ხის ძირას, საგანგებო შტაბში ღია ცის ქვეშ. ესეც ერთგვარი დემონსტრაციული ქმედებაა - არავისგან არაფერს მალავენ, არ ინიღბებიან, "სამხედროობანას" არ თამაშობენ: ვისაც უნდა, მივა, შეხვდება, დაელაპარაკება - მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა. 

 

მორიგეობა საღამოს რვა საათამდე გრძელდება, ანუ, ყოველდღე, 12 საათის განმავლობაში ყარაფილასთან მოხალისეები დგანან და რუსი ოკუპანტების შესაძლო გადაადგილების მონაკვეთს სპეცაპარატურით აკვირდებიან, რომლებიც კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს. დროდადრო რუსი ოკუპანტების ბაზის ამსახველ ფოტოვიდეო მასალასაც აქვეყნებენ.  

 

და საერთოდაც, ისინი კეთილი ადამნიანების დახმარებით სარგებლობენ: ზოგი ფულს რიცხავს ორგანიზაციის ანგარიშზე, ზოგი წყალს აწვდის პერიოდულად, ზოგი საკვებს...

 

ისინი ამბოიბენ, რომ არ დაღლილან და არც დაიღლებიან. უფრო დიდხანსაც იდგებოდნენ და ღამესაც გაათევდნენ იქ, მაგრამ ეს, შესაძლოა, რისკის შემცველი იყოს, ამიტომ, შსს-სთან კონსულტაციის შემდეგ და უწყებისვე რჩევით, ღამის მორიგეობაზე უარი თქვეს. 

 

სამაგიეროდ, ამბობენ, რომ მალე კიდევ რამდენიმე საგუშაგოს გახსნიან და არც ისე შორეულ მომავალში იმდენადაც კი გაფართოვდებიან, რომ საგუშაგოები ოკუპირებული აფხაზეთის გასწვრივ ზოლზეც გაიხსნება. 

 

აქ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების პირები არიან, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების. მაგრამ პოლიტიკაზე არავინ საუბრობს, ოკუპაციაზე - გაგიხარია. და ყველა თანხმდება, რომ ძალა ერთობაშია. სწორედ ეს აერთიანებთ. 

 

ისინი ცდილობენ, არცერთ პოლიტიკოსს, არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ პლატფორმას არ მიეწებონ, მათთან აფილირებული არ გახდნენ. ამაზეც ყველა თანხმდება, თუმცა, იმასაც ყველა უსვამს ხაზს, რომ ისინი არ აშენებენ კედლებს მათსა და პოლიტიკოსებს შორის: ნებისმიერს შეუძლია მივიდეს, დადგეს მათთან ერთად და მათთან ერთად გაიმეოროს, რომ ძალა ერთობაშია. მიდიან კიდეც. 

 

მათ დასახმარებლად თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. თიბისი ბანკში ორგანიზაციას ანგარიში აქვს გახსნილი ეროვნული და უცხოური ვალუტისთვის. ვაქვეყნებთ საიდენტიფიკაციო კოდსა და ანგარიშის ნომრებს:

 

ორგანიზაცია: ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", საიდენტიფიკაციო კოდი 420003070.

 

ანგარიში ლარისთვის: GE37TB7459936080100004

 

აშშ დოლარის ანგარიში, საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, შუამავალი ბანკების მეშვეობით:
INTERMEDIARY: CITIBANK N.A. NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089
BENEFICIARY’S BANK:
HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
BEN’S Account – GE38TB7459936180100002
Antisaokupatsio modzraoba-dzala ertobashia

-

INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
NEW-YORK,USA
SWIFT: BKTRUS33
ABA: 021001033
BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
BEN’S Account – GE38TB7459936180100002
Antisaokupatsio modzraoba-dzala ertobashia

-

ანგარიში ევროსთვის, შუამავალი ბანკებისთვის:
INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK AG
FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: DEUTDEFF
BLZ: 50070010
BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
BEN’S Account: GE11TB7459936180100003
NAME OF BENEFICIARY:
Antisaokupatsio modzraoba-dzala ertobashia

-

INTERMEDIARY: RAIFFEISEN BANK INTERNATIONAL AG
VIENNA, AUSTRIA
SWIFT: RZBAATWW
BENEFICIARY’S BANK:
HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
BEN’S Account: GE11TB7459936180100003
NAME OF BENEFICIARY:
Antisaokupatsio modzraoba-dzala ertobashia

რედაქტორის რჩევით

ფსიქიატრიულიდან გამოწერის შემდეგ ბრიტნი სპირსმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა

2019-04-24 15:49
ბრიტნი სპირსი რამდენიმე დღის წინ ფსიქიატრიული საავადმყოფიდან შინ დაბრუნდა.

დღეს რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა

2019-04-24 13:22
ქართველი მწერალის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის , რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა.

"ჩემი საყვარელი დიზაინერი დემნა გვასალიაა"-თამთა გოდუაძე

2019-04-24 12:56
თამთა გოდუაძე ევროვიზია 2019-ზე კვიპროსის სახელით გამოდის.

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმს გადაიღებენ

2019-04-24 12:37
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმის გადაღება დაიწყო.
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0246
0.0113
100
RUB
 - 
4.2125
0.0236
1
USD
 - 
2.6984
0.0003

გუშინ:

ჰიტები:378 უნიკალური:301

მიმდინარე:

ჰიტები:51 უნიკალური:43