ბაჩო ახალაიას რეაქცია დედის გარდაცვალებაზე და გამოხმაურებები

Image

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ქალბატონი ნანი გაბედავა გარდაიცვალა. მას სამშაბათს, თბილისში დაკრძალავენ. ბაჩო ახალაიას ე.წ. მატროსოვის ციხეში დედის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს შეატყობინეს.

 

"თუ შეიძლება, დამტოვეთ, მარტო მინდა ყოფნა", - ასეთი იყო ბაჩო ახალაიას რეაქცია ხანმოკლე დუმილის შემდეგ. მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაჩო ახალაიასთვის დედის უკანასკნელ გზაზე გაცილების საშუალება მიეცათ: პროცედურის მიხედვით, ის ბადრაგის თანხლებით, ხელბორკილდადებული უნდა მიეყვანათ იმ ადგილას, სადაც დედის ცხედარია დასვენებული. ბაჩო ახალაიამ ამაზე უარი განაცხადა:

 

"სანამ უკანასკნელი ჯარისკაცი არ დატოვებს ციხეს, მე აქედან არ გავალ. მე ვარ უდანაშაულო, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი და ციხის ზედამხედველობის შემოთავაზებას, ბორკილებდადებული გამოვემშვიდობო დედას, არ მივიღებ." - ასე უპასუხა მან შემოთავაზებას.

 

ბაჩო ახალაიას ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც გარდაცვლილ ნანი გაბედავას პირადად იცნობდა:

 

"ბაჩო ახალაიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას რეჟიმის შემოთავაზებაზე, სპეცრაზმის ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში. მას მართლა გამორჩეული დედა ჰყავდა, რომელსაც 20 წელზე მეტი ვიცნობ და დიდ პატივს ვცემდი.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბაჩო უნდა იჯდეს, ვერ დაგისახელებთ იმ მუხლს, რომლითაც ის არის გასამართლებული. მას მისჯილი აქვს კანონიერი ქურდების ჩვენების საფუძველზე და განაჩენში წერია, რომ მან "სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული". ეს არის ჭორვილური სამართალი, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე".

 

"აფხაზეთის ხმა" სამძიმარს უცხადებს ახალაიების ოჯახს ქალბატონ ნანი გაბედავას გარდაცვალების გამო.

რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2657
0.0042
100
RUB
 - 
4.6163
0.0043
1
USD
 - 
2.9626
0.0018

გუშინ:

ჰიტები:686 უნიკალური:555

მიმდინარე:

ჰიტები:111 უნიკალური:99