ირაკლი ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე კუდ-ის აგენტი იყო, ფსევდონიმით - "პრესა"

Image

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის იდენტიფიცირებას ახდენს და აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ძალოვან სტრუქტურებში მისი მუშაობის დროს გადაიბირეს და ფსევდონიმად "პრესა" შეურჩიეს. 

 

ირაკლი ფირცხალავას თქმით, მას ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა. 

 

„ირაკლი მამალაძე გადაბირებული იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ , ფსევდონიმით „პრესა“. მას აქტიურად იყენებდა კუდი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად , საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად, ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებისთვის.

 

იგი იყო ე.წ აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება ამა თუ იმ ჟურნალისტის, სასულიერო პირის თუ ლგბტ თემის წარმომადგენლის ნდობის მოპოვებით მიეღო მაკომპრომეტირებელი კონკრეტული ინფორმაცია და ამ ინფორმაციას უკვე სხვა თანამშრომელი იყენებდა, მათ გადმოსაბირებლად.

 

ამ გზით არაერთი სასულიერო პირი, ჟურნალისტი და ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნა გადმობირებული სპეცსამსახურების მიერ“- წერს ირაკლი ფირცხალავა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

 

თავის მხრივ, ირაკლი მამალაძე ბრალდებებს უარყოფს და ირაკლი ფირცხალავას "სერიულ მკვლელს" უწოდებს:

 

"ძალიან მაინტერესებს, რომელ ოპერაციებში მიმიღია მონაწილეობა, როცა საუბრობს რომ სამმაგი აგენტი ვარ და ინფორმაციას ვაგროვებ ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ-ებზე, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი მიმართულებით იმუშაოს.

 

მე ვყოფილვარ მაშინ ყველაფერი ამ ქვეყანაში, სკოტლანდ იარდი, ფებეერი. სრული აბსურდია. ფირცხალავას არ ვიცნობ, ვიცი რომ მან ჩაცხრილა კორტებთან ადამიანები. დაასახელოს კონკრეტულად რომელ ოპერაციაში მიმიღია მონაწილეობა. რომელი ჟურნალისტი, სასულიერო პირი ან ლგბტ მიმხელია ამ დრომდე?“- აცხადებს მამალაძე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !