
ერთი ადამიანი დაშავდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიასთან მომხდარი ავარიის შედეგად, სადაც „ტოიოტა" ამობრუნდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი დაშავდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც მძღოლის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: ივანე გოლიაძე