პეკინის ქუჩა ცალმხრივად იკეტება - ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი

Image

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა. იქ შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სარემონტო სამუშაოები იწყება.

 

თბილისის მერიის ცნობით, 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

 

რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:

 

• პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით

• 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით

• კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ

• ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით

• ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით

• იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ

• ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით

 

დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან.

 

კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

 

შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.

 

პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.

 

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც შეეხება:

 

• გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით.

 

• გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

 

• ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

 

• ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით

 

•ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !