მფრინავი სოსო ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია.

 

ამის შესახებ განცხადება გოდაძემ, ოსორაულის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ზვიად გოდაძის თქმით, ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. მისივე თქმით, სოსო ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.

 

"დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უწყებასთან გამართული აქციის შემდეგ შეხვდნენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია "პატრიოტთა ლეგიონი" კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმა და ოსორაულის გათავისუფლების საქმეში საგარეო უწყების ჩართვა მოითხოვეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !