
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე დგას.
„მე, ისევე, როგორც ნებისმიერი არატოტალიტარულად მოაზროვნე პოლიტიკოსი, ვდგავართ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე. საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ განვლო გრძელი გზა თავისუფალი მედიის განმტკიცების, დაცვის, დასტაბილურების. ეს გზა შეუქცევადია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.