
დაახლოებით ღამის ორ საათზე საგანგებო რეჟიმი იყო გამოცხადებული ყვარლის საავადმყოფოში, სადაც 2-დან 8 წლამდე ბავშვები მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. "რუსთავი-2"-ის ცნობით, მიმართვიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები არ დარჩა.
ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის ინტერვალით 30-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს.
ყველა პაციენტს ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მიმართვიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა.
პაციენტების უმეტესობა ყვარელში და ან ყვარლის რაიონის სოფლებში, ჭიკაანში, სარუსოსა და გავაზში ცხოვრობს. მოწამლულები ძირითადად 2 - დან 8 წლამდე მოზარდები არიან.
სამი ბავშვი გადის მკურნალობას ასევე თელავის საავადმყოფოშიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი გახდა.
მედიკოსების თქმით, პაციენტებს თავბრუსხვევა და გულისრევის სიმპტპომები ჰქონდათ. დაზარალებულთა ნაწილი ჰოსპიტალში სასწაფო დახმარბეის ბრიგადებმა გადაიყვანეს, ნაწილი კი საავადმყოფოში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით მიიყვანეს.
გავრცლებული ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც მოსახლეობის კლინიკებში გადაყვანა მოხდა, წყლის მიწოდებაც შეწყდა. უკვე აღებულია წყლის სინჯები და პასუხები, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.