
გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი მაშველებმა გუშინ საღამოს იპოვეს - სამაშველო სამსახური სწორედ ორ დაკარგულ ადამიანს ეძებდა.
შეგახსენებთ, რომ გუდაუთის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი, რომელიც საღებავების საწყობს მოედო, საღამოს ხუთი საათისთვის გაჩნდა. შესაბამისი სამსახურები ხანძარს ოთხი საათის განმავლობაში ებრძოდნენ, საქმეში ჩართული იყვნენ ვერტმფრენებიც.
ირინა კალატოზიშვილის ფოტო