
1991 წლის 21 დეკემბერს, ელცინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტმა დააბარა, რომ გამსახურდიას ზარს და თანხმობას საქართველოსგან, დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მეორე დღის 08:00 საათამდე ელოდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემებს დაპირდა.
ზვიად გამსახურდიამ გაერთიანებაში შესვლაზე უარი განაცხადა. ხოლო ელცინის დანაპირები წამების სიზუსტით ახდა: მეორე დილით, რვა საათზე, კიტოვანის გავრდიამ ცეცხლი გახსნა. თბილისში ომი დაიწყო.
ომის პირველ დღეებში სამთავრობო ძალებმა მეამბოხეები რუსთაველიდან გარეკეს. პანიკაში ჩავარდნილმა ლიდერებმა - კიტოვანმა და სიგუამ თავი რუსეთის სამხედრო შტაბს შეაფარეს.
და აი, რუსულმა არმიამ გახსნა საწყობები და ოპოზიცია ახალი იარაღით მოამარაგა. იმ დღეებში "თბილისურ საძმოებში" და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში დაახლოებით 50.000 ცალი კალაშნიკოვის ავტომატი დარიგდა. დამარცხება რუსეთისთვის დაუშვებელი იყო. ბრძოლებში რუსი სპეცრაზმელები ჩაერთნენ.
6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ეს გრუ-ს სპეცოპერაცია იყო, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა: საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ უნდა შემდგარიყო. სპეცოპერაციას ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვიდეო: თომა ჩაგელიშვილი, "რუსეთის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ", ფრაგმენტი ფილმიდან.