
სფფ-ს განცხადებით, გადამყიდველების გარკვეულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, უკვე მოახერხა ბილეთების რიგის მეშვეობით შეძენა. ამასთან დაკავშირებით, სფფ და "საქპატენტი" ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
„უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია, 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება,რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიისთანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან, რადგან ფაქტისდაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“
ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის მთავარი შესასვლელის კიბეებთან დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები ხედავენ, თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა და რამდენი დარჩა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50-50 ქომაგებისგან შემდგარ ჯგუფებს 20-30 წუთაინ ინტერვალში უშვებენ სალაროების მიმართულებით.
ერთ ადამიანს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენითა და ნაღდი ანგარიშსწორებით მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების ფასია: 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება. ამ დროისთვის 75 ბილეთი საერთოდ აღარ არის დარჩენილი. სალაროებში მხოლოდ 18 და 35 ლარიანი ბილეთები იყიდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის ზვიად სიჭინავას განცხადებით, სალაროები იმუშავებს მანამდე ვიდრე სუპერთასის ყველა ბილეთი არ გაიყიდება. 18:00 საათისთვის გაყიდულია 8 700 ბილეთი.