
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა დროებით სალაროებთან მანამდე გაგრძელდეს, სანამ გათვალისწინებული რაოდენობა არ ამოიწურება.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც ფედერაცია ბილეთების გაყიდვის საკითხს ხელისუფლებასთან შეათანხმებს.
ბილეთების გაყიდვის გაგრძელების მოთხოვნით რამდენიმე ათეულმა გულშემატკივარმა ფეხბურთის ფედერაციასთან მოიყარა თავი. ისინი ღამის განმავლობაში ბილეთების გაყიდვის გაგრძელებას ითხოვდნენ. სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებდა, რომ ბილეთების გაყიდვის ტემპი დაბალია და თუ ასე გაგრძელდა, "ღამით ხალხის გაწამებას არ აპირებდნენ, თუმცა, მოგვიანებით მან მიიღო გადაწყვეტილება, ბილეთების გაყიდვა გაგრძელდეს და ახლა პროცედურები ხელისუფლებასთან თანხმდება.