-
2015-07-06 23:18
უკრაინის პროკურატურის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაცია უკრაინის გენპროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის ინიციატივით ჩატარდა, რის შემდეგაც პროკურატურის სხვადასხვა თანამდებობის პირთა სეიფებიდან 500.000 აშშ დოლარზე მეტი ამოიღეს.
როგორც დავით საყვარელიძემ დაწერა, დაახლოებით ორი თვის წინ შეხვდა პრეზიდენტს და წამოაყენა იდეა, შექმნილიყო უკრაინის გენპროკურატურაში კორუფციის გამოვლენისთვის გამიზნული სპეციალური ჯგუფი. "ერთადერთი კითხვა, რომელიც პოროშენკომ დასვა, იყო ეს: "რომ შეიქმნას, თუ გვექნება შედეგი?" - და აი, დიდხანს ცდა არ დაგვჭირდა. დღეს უკრაინის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა.
ამ ოპერაციას ეხმიანება მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც წერს, რომ მისი ცატარების შემდეგ ზოგიერთებმა სცადეს, 'ალფას" გამოყენებით კაბინეტებში შესვლის გამო, თითქოსდა სახელმწიფო შენობების აღების ბრალდებით, საქმე აღეძრათ დავით საყვარელიძის წინააღმდეგ, მაგრამ "ამ ფართხალს წერტილი უკრაინის პრეზიდენტმა დაუსვა, რომელმაც, ისევე, როგორც ავიაციის ხელმძღვანელთან მიმართებაში, ახლაც ძიების ბოლომდე მიყვანა და ყველა დამნაშავის დასჯის განკარგულება გასცა, ვინც უნდა ყოფილიყო ის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.



