
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" "ეროვნული კინოცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ დაუდასტურა. ჯანელიძის თქმით რეზო ჩხეიძე დღეს 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო. მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს.