ფინანსთა სამინისტროს მილიონერი ჩინოვნიკი ბიუჯეტიდან 300%-იან პრემიებს იღებს

Image

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მაღალ პრემიებს იღებენ.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის პერიოდში პრემია ყოველთვიურად გაიცემოდა სააგენტოს გენერალურ დირექტორზე, მის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე.

 

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მათზე ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% -დან 367% - მდე შეადგენდა.

 

მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელების მხრიდან კანონდარღვევებზე მედიაც არაერთხელ წერდა, მათ შორის "კომერსანტიც", რომელმაც სააგენტოს ხელმძღვალი ზურაბ ახალკაციშვილი ნეპოტიზმში, ხოლო მისი მოადგილე გელა ხანიშვილი ბიუჯეტიდან მილიონების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხილა. ამ ფაქტებს ახლა უკვე სახელმწიფო აუდტის სამსახურის ანგარიში ოფიციალურად ადასტურებს.

 

მედიის ზეწოლას ვერ გაუძლო სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა და თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა თანამდებობაზე რჩება მისი მოადგილე გელა ხანიშვილი.

 

უნდა დადგეს თუ არა ახალკაციშვილთან ერთად გელა ხანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არაერთ კანონდარღვევაშია ბრალდებული მედიის და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან.

 

გელა ხანიშვილს, რომელიც თავად მილიონებს მევახშეობით შოულობს, ბიუჯეტის მილიონებსაც განკარგავს და მეტიც, მაღალ პრემიებსაც იღებს. შეგახსენებთ, ხანიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა "ქამრების შემოჭერის" პროცესში 4,7 მილიონად ავტომობილების შეძენა წლის დასაწყისში.

 

ნეპოტიზმის, პრემიებისა და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვის გარდა, აუდიტის სამსახურისთვის საეჭვო სააგენტოს ხელმძღვანელების სარესტორნო მომსახურების ხარჯებიც გახდა.

 

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება სარესტორნო მომსახურებაზე სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა.

 

"კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია მოწვეული სტუმრების იდენტიფიცირება და ზოგ შემთხვევაში - რაოდენობა", - აღნიშნულია ანგარიშში.

 

გარდა ამისა, აუდიტორების შეფასებით, სატანსპორტო მომსახურების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით გაურკვეველია, რომელი დოკუმენტის აღსრულების (დადგენილება, განჩინება, გადაწყვეტილება ან სხვა) საფუძველზე განხორციელდა ქონების გადაზიდვა.

 

წყარო: commersant.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !