
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე დავით მარტიაშვილი, რომელიც ატო-ს ზონაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში მათი დაწყების დღიდან მონაწილეობს, წერს, რომ ადრე თავად უშლიდა ხელს უკრაინაში საომრად ათეულობით და ასეულობით ადამიანის ჩასვლას, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
მარტიაშვილი საკუთარ წარსულზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ნებით „ვეტერანების გაშავება“ დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა მებრძოლის ინსტიტუტის ნგრევას, რისი შედეგიც დღეს სახეზეა უკრაინაში დაღუპულ მეომართა ლანძღვის ფონზე.
დავით მარტიაშვილის თქმით, არცერთი ქვეყანა ისე არ მოქცევია თავის ვეტერანებს, როგორც საქართველო მოექცა: „ზოგს ბოსელი უკეთესი აქვს, ვიდრე ჰოსპიტალი“, - წერს მეომარი:
„ბევრი ვიფიქრე თუ რას ემსახურებოდა დაღუპული მებრძოლის ლანძღვა გინება და აზრი ამ ყველაფერს ერთი აქვს.საქართველოში დაინგრა ყველა ინსტიტუტი,
ალბათ ერთი ეს იყო დარჩენილი და მცირერიცხოვანი ნაძირალები მიმდგრები არიან და ახლა მებრძოლის ინსტიტუტს ამსხვრევენ.
გუშინ ბედის განგებამ ერთად შეგვყარა ნაციონალიც ქოციონალიც და არავისტი და ყველა... მებრძოლები ვართ პატარა ქვეყნიდან. რა გჭირთ, ხალხო, ისტორია დივიწყეთ, საერთოდ? ყველა დიდ პროცესებში ქართველი იყო და სახელიც დატოვა, ეს, ეტყობა, ჩვენი ერის განგება და ბედისწერაა.
არც მალუქები ვართ და არც მიშას ჯარისკაცები, უკრაინულ ქვედანაყოფებში შერეული ქართველი მებრძოლები ვართ, აქვს მამუკა მამულაშვილს მცდელობა ქართული ლეგიონის გაძლიერების ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ სირთულის დაძლევაში.
ამ ერთ წლის მანძილზე ბევრმა იცის, ვინც მე მიკავშირდებოდა და ყველანაირად შევაჩერე აქ ჩამოსვლა ასეულების და ალბათ ათასეულის!!! მაგრამ ახლა შეიცვალა ბევრი რამე თვითონ ჩემშიც და საერთო მდგომარეობით.
კაცებო, ვისაც გინდოდათ ჩამოსვლა და ბრძოლა, გელით, ოღონთ იცოდეთ - არავითარი ხელფასი, ჩვენ თვითონ სიღატაკეში ვხოვრობთ, იარაღი? სეპარატისტებს მაგის მეტი რა აქვთ, ჩემი პირველი იარაღი ბრძოლაში მოვიპოვე, საჭმელი და ფორმა... მადლობა ღმერთს, მაყავს ვოლონტიორები, ვინც პატივს მცემენ, ამიტომ ძმებო, ვისაც ბრძოლის ჟინი გაქვთ, ომი აქ არის საერთო მტერთან!
დიდება საქართველოს!!! დიდება დედა სამშობლოს!!! მტერი აქ თუ გატყდება,
ჩვენთანაც გავტეხავთ. ორი არჩევანია: ან თავისუფლება ან მონობა!
მე თავისუფალი ადამიანი ვარ ჩემ არჩევანში!..“, - წერს დავით მარტიაშვილი.