
გადაცემაში "რეაქცია", ბესო ხარძიანის მკვლელობის დეტალებზე და ხარძიანთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პირების მოხსენიებისას ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ მომღერალი ვახტანგ კიკაბიძეც მოიხსენია. კიკაბიძემ მას ცოტა ხანში უპასუხა.
"...ბუბა ბიძა, იგივე ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ერთი თეთრი არ ჩაუდია „კუს ტბაში" და ფლობდა მცირედ წილს. საინტერესო იქნება თუ ჰკითხვათ მას, რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი, მას შემდეგ, რაც ბესო ხარძიანმა წამების შედეგად დათმო თავისი წილი უდესიანის სასარგებლოდ?"- განაცხადა კორძაიამ გადაცემაში „რეაქცია."
მოგვიანებით გადაცემის მსვლელობის დროს სტუდიაში თავად ბუბა კიკაბიძემ დარეკა და კორძაია სიცრუეში დაადანაშაულა. მომღერალმა განაცხადა, რომ ის ფლობდა დღესაც ფლობს კუს ტბის 7% და ეს მაჩვენებელი არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ხოლო ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია ძალიან განიცადა, რადგან ბესო მისი ოჯახის წევრი იყო.