ირაკლი ფირცხალავას მოწოდება კახა ნაკანსა და სხვა თანამებრძოლებს

Image

შსს-ს სპეცრაზმის ყოფილ უფროსს კახა ნაკანს, რომელმაც სასჯელაღსრულების გლდანის დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა, ირაკლი ფირცხალავამ მიმართა.

 

"მინდა მოვუწოდო კახაბერ ნაკანს და ჩემს სხვა თანამებრძოლებს, გულშემატკივრებს, სამშობლოსა და პროფესიაზე შეყვარებულ გულანთებულ პოლიციელებს, თავი შეიკავონ უკიდურესი პროტესტის გამოვლინებისაგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო და რჩება, ბრძოლა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან.

 

სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც გაერთიანებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, მთავრობის კაბინეტის წევრები და მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირობო აღმსრულებლები და საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც აქამდე გაუგონარი, კრიმინალური ქმედება, სისხლის სამართლის საქმეში „მოწმეების ჩადება“ განახორციელა.

 

მიუხედავად ამ მძიმე ზეწოლისა, მსურს მოგიწოდოთ აღიჭურვოთ მოთმინებით, ნუ აუხდენთ ოცნებას ამ „პატარა კაცუნებს“. ჩვენ, არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან, ზუსტად ამ პრინციპის გამო ჩვენ ჩავბარდით მართლმსაჯულებას და უდანაშაულობის დაგიმტკიცებთ სასამართლო პროცესზე!

 

მინდა ყველა დავარწმუნოთ, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა სასამართლო სისტემასა და მოწმეებზე, ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოვიძიეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არათუ ამტკიცებს ჩვენს უდანაშაულობას, არამედ, ამხელს კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოძიების მიმდინარეობის დროს. ყოველთვის გახსოვდეთ, სახლში გელოდებიან მშობლები, შვილები, მეუღლეები, რომლებიც გმირულად იტანენ ჩვენთან დროებით განშორებას და ჩვენი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმები უარყოფითად აისახება მათ, ისედაც დათრგუნულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

ჩვენი საქმე სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ უსამართლო ბრძოლაში.

 

ირაკლი ფირცხალავა, 16 აპრილი, 2015 წელი".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !