
კოტე თოლორდავას გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოჯახის წევრები და კლასელები ადასტურებენ. კოტე თოლორდავა ირკუტსკსა და მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა და დღეს გადაღების დასრულების შემდეგ თბილისში უნდა გამოფრენილიყო.
კლასელების თქმით, მას შემდეგ, რაც კოტე თოლორდავა მოსკოვში დანიშნულ გადაღებაზე არ მივიდა, მას სასტუმროს ნომერში მიაკითხეს და გარდაცვლილი იპოვეს. ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი, ამ დრომდე არ დასახელებულა. სავარაუდოდ, ორშაბათს გაირკვევა, როდის ჩამოასვენებენ კოტე თოლორდავას ცხედარს საქართველოში.