
ისერუსალიმში, მაცხოვრის სავარაუდო საფლავზე გარდამოვიდა ცეცხლი, რომელიც, ქრისტიანთა ნაწილის აზრით, ღვთიური და სასწაულებრივია.
დამკვიდრებული წარმოდგენით, წინასწარ შეგულებულ ადგილზე კედელი იბზარება და ნაპრალიდან ღვთიური ცეცხლი გადმოდის. მიჩნეულია, რომ ცეცხლის გარდამოუსვლელობა ანტიქრისტეს დაბადების მაუწყებელი იქნება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ წელს, როცა ცეცხლი არ აინთება, სამყაროს აღსასრული დადგება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ვერსიით, ცეცხლის გარდამოსვლა უბრალო რეპრეზენტაციაა და არ წარმოადგენს სასწაულს. კერძოდ, მათი თქმით, ცეცხლს პატრიარქი და არქიმანდრიტი კუვუკლიაში მოთავსებული კანდლებიდან ანთებენ.
ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15.12 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხირეკს, ასევე - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15.16 საათზე გადმოვიდა.
გადმოცემის თანახმად, ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა, როცა სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ, ხოლო პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.