-
2015-04-11 02:16
სიძულივილის ენის გამოყენებასა და რელიგიური შუღლის გაღვივებაში, ასევე ჰომოფობიაში არაერთგზის მხილებული გაზეთი "ასავალ-დასავალი" წერს, რომ დათა თუთაშხიასა და დურუ ხურცილავას გააბრაგების ისტორიები ძალიან ჰგავს შალვა აბულაძის მკვლელად ქცევის ისტორიას.
„აბულაძის ცხოვრება შეიძლებოდა სულ სხვა გზით წარმართულიყო და თავისი ნიჭისა და ზემტკიცე ხასიათის წყალობით, სიკეთე მოეტანა ქვეყნისთვის, რომ არა 2014 წლის 19 ოქტომბერის ის დაწყევლილი და წვიმიან-ჯანღიანი დღე ბორჯომში, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს აქცია პერფორმანსი მოუწყო და „ბორჯომის“ ქარხნის წინ თეატრალიზებული კუბო დაუდგა…
იმ საერთო მხიარულებასა და ეიფორიაში, რაც ცარიელი კუბოს აქეთ-იქით ტარებას მოჰყვა, ვერავინ გაითავისა და წარმოიდგინა ის საშინელი საფრთხე, რაც კრიმინალური წარსულის მქონე, მაგრამ უკვე პატიოსანი ცხოვრების გზაზე შემდგარი შალვა აბულაძის თავზე წამოიფოფრა“ – წერს გაზეთი “ასავალ-დასავალი”.