
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „არჩევანში“ განაცხადა, რომ საყოველთაო ამნისტიის აუცილებლობა პატიმართა სიცოცხლის რისკის ქვეშ ყოფნამ განაპირობა. მისი თქმით, პატიმრებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და აავადებდნენ, შემდეგ კი არ მკურნალობდნენ.
“ ციხეში უკიდურესად მძიმე ვითარება იყო. ჰუმანიტარული კრიზისი იყო, პირდაპირ გეტყვით. ფაქტობრივად ყოველი პატიმარი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ალბათ, არ იყო პატიმარი, ვისაც ეს ერთხელ მაინც არ შეხებია, თუნდაც კარანტინის სახით. პატიმრების სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ.
300 000 ადამიანი გვყავდა რეალურად გასამართლებული, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ სწორედ იმ ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსასვლელად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, პატიმრების სიცოცხლის, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, აავადებდნენ, C ჰეპატიტს და ტუბერკულოზს მართებდნენ და მერე აღარ მკურნალობდნენ... ეს იყო ფაქტი, ამას რაღაცით უნდა შველებოდა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.