
„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიცია არ გამოვა ქუჩაში და არ იყვირებს „ბიძინა! ბიძინა!“, როგორც ეს თქვენს დროს ხდებოდა, როცა პოლიციელები „მიშა, მიშას“ ძახილით სასტიკად არბევდნენ დემოსტრანტებს. რა თქმა უნდა, ჩვენი პრემიერმინისტრი და მინისტრი არ უკვეთავენ გვამებს“, -
მანანა კობახიძემ ეს განცხადება „არჩევანში“ გააკეთა, რასაც მისი ოპონენტის პავლე კუბლაშვილის რეპლიკა მოჰყვა: „აბულაძეზე არ ამბობთ, პოლიციელების მკვლელიაო, რადგან უდანაშაულობის პრეზუმპციას იცავთ და ამ შემთხვევაში პრეზუმპცია გვერდზე გადავდეთ? სასამართლოს გადაწყვეტილება გაქვთ?“.
მანანა კობახიძის თქმით კი, რასაც ამბობს, იყო ფაქტი, რადგან ვანო მერაბიშვილი გვამებს უკვეთავდა.
„აი ეს არის თქვენი მიდგომა: ყველაფერზე უნდა გაიხედოთ სადღაც, 9 წლის იქეთ და როცა გეტყვიან, რომ კრიმინალი გაზრდილია, „9 წელი“ უნდა თქვათ, როცა გეტყვიან, რომ კრიმინალებთან მეგობრობს ვიცეპრემიერი, „9 წელი“ უნდა თქვათ... სხვა რამე მოიგონეთ, თუ შეიძლება, სხვა რამე, უფრო კონკრეტული...“, - უთხრა მას საპასუხოდ პავლე კუბლაშვილმა.