-
2015-04-08 07:01
„აი, ეს არის თქვენი სახე, თქვენ მხოლოდ სააკაშვილის გადმოცემა გადარდებთ და გაინტერესებთ, ხომ იცით, რომ ეს არ მოხდება?“, - მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მანანა კობახიძეს „არჩევანში“ დებატებისას.
პავლე კუბლაშვილის ეს მიმართვა მანანა კობახიძის რეპლიკით იყო გამოწვეული: როცა კუბლაშვილმა მას უკრაინაში დაკავებული, საქართველოში გამოგზავნილი და შემდეგ ისევ უკრაინაში აღმოჩენილი „კანონიერი ქურდების“ შესახებ დაუსვა შეკითხვა, მანანა კობახიძემ თქვა:
„უკრაინას ის ურჩევნია, სააკაშვილი გადმოგვცეს, ყველაზე დიდი ქურდი ეგ არის, რომელიც იქ ჰყავთ“.