
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ახალშობილს გაბრიელი დაარქვეს. გაბრიელ ღარიბაშვილი ღამის თორმეტის ნახევარზე დაიბადა. ამჟამად დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.