თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Image

თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

 

"პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული პოლიციელის ოჯახს! ამასთან ერთად, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის დომენტი ჩუბინიძის ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის" მრავალათასიანი გუნდის სახელით გვინდა გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებზე.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია "ბორჯომის" წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კონტაქტი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვიმატილ შალვა აბულაძესთან და საერთოდ არ იცნობენ მას.

 

უფრო მეტიც - რამდენიმე წელია მამუკა ხაზარაძე აღარ არის კომპანია "ბორჯომის" აქციონერი და არ მონაწილეობს მის მართვაში. ამიტომ გაუგებარია ამ კრიმინალის მიერ ორგანიზებული აქცია ბორჯომში რატომ იქნა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან.

 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ-დასავალს" და მის ჟურნალისტებს უკვე დაეკისრათ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებების უარყოფა. ამის ნაცვლად ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ პროვოკატორულ ცილისწამებას! 

 

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების დისკრედიტაციას! ასევე, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე კრიმინალთან თავისი ახლო კავშირით რეალურად ახალ სამიზნეს უქმნის მკვლელობაში ეჭვმიტანილ და ძებნილ პირს. ეს აღმაშფოთებელი და საგანგაშო ფაქტია!

 

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის და კრიმინალური წარსულის მქონე პირების კავშირი, რათა წერტილი დაესვას ასეთ განუკითხაობას და დაუსჯელობას" - აღნიშნულია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !