
„გურიანიუსის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლანჩხუთის მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე, რომელიც „ჰონდას“ მარტავდა, მოქალაქეს დაეჯახა, დაზარალებული მიატოვა და მისი ბედით მხოლოდ მოგვიანებით დაინტერესდა.
თავად დეპუტატი ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად მოხდა, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ დაზარალებული მიატოვა: „რას ამბობთ, თავად წავიყვანე ქუთაისში, ვუპატრონე კიდეც, ყველაფერი ნორმალურადაა“, - უთხრა მან „გურიანიუსს“, ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა ნასვამი, როცა ავტომანაქანას მართავდა, თქვა:
„ვნების კვირაა, მარხვაზე ვარ და რას მეკითხებით ამ ვნების კვირაში? ბზობაა, ხარებაა... ამას როგორ მეკითხებით?!“.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის სედეგად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით და აცხადებენ, რომ დეპუტატი თანამშრომლობს გამოძიებასთან.