
გამოცემა editor.ge ანონიმურ წყაროზე დატრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს "ობიექტივის" დამფუძნებელი და "პატრიოტთა ალიანსი" ლიდერი ირმა ინაშვილი მფარველობს.
გამოცემა წერს, რომ აბულაძე ინაშვილის ბავშვობის მეგობარია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სწორედ ალიანსის წარმომადგენელთა სასარგებლოდ ეწეოდა აგიტაციას ბორჯომში.
,,შალვა აბულაძე ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. ის 20 წელი უნდა მჯდარიყო ციხეში, თუმცა 2013 წელს ამინისტიის შედეგად გაათავისუფლეს. ამ ამბავში დიდი წვლილი მიუძღვის მისი ბავშვობის მეგობარს ირმა ინაშვილს. სწორედ მასთან მუშაობდა წლების განმავლობაში შალვა აბულაძის და.
ამის სანაცვლოდ შალვა აბულაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აქტიურ დახმარებას უწევდა ირმა ინაშვილს და მისი პარტიის ლიდერების:თემურ ღონღაძეს, თანგულ ორთოიძეს, მერაბ კვარაცხელიას და სხვების ინტერესებს იცავდა ბორჯომში. ის ეხმარებოდა ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებს, რომლებიც წლებია ცდილობდნენ მოეპოვებინათ ბორჯომის წყლის ჩამოსხმის ლიცენზია.
რის გამოც შალვა აბულაძის ორგანიზებით მოეწყო აქცია IDS ბორჯომის წინააღმდეგ. მაქვს ეჭვი, რომ სწორედ ირმა ინაშვილი ეხმარება შალვა აბულაძეს”-აცხადებს ანონიმური წყარო ,,ედიტორთან” საუბარში.