
"ქირურგიული თვალსაზრისით, უკეთესობა ნამდვილად არის - პაციენტი გონებაზეა, შეუძლია საუბარი, თუმცა, ისევ მართვით სუნთქვაზე გვყავს", - ამის შესახებ დაჭრილი პოლიციელის მკურნალმა ექიმმა განაცხადა.
"თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს," - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.
მისივე განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე. ვალერიან გრძელიშვილს ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, თუმცა მან სხეული მნიშვნელოვნად დააზიანა.
დღესვე დაჭრილი პოლიციელი მოინახულა და მოკლული პოლიციელების ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.