
ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა. მედიკოსების განმარტებით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობს დაკვირვებისა და შემდგომი მკურნალობის პროცესი.
პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული, დაზიანებულია შინაგანი ორგანოები მუცლის არეში. ვალერიან გრძელიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. დაჭრილი პოლიციელი გუშინ შს მინისტრმა, დღეს დილით კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.