Airbus A320-ის ერთ-ერთმა პილოტმა კაბინა დატოვა, კარი ვეღარ გააღო და შემტვრევას ცდილობდა

Image

New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩართულმა ჩინოვნიკმა სამშაბათს ჩამოვარდნილი Airbus A320-ის ტრაგედიის დეტალები გაამხილა: შავი ყუთის ჩანაწერით დასტურდება, რომ ერთერთმა პილოტმა კაბინა დატოვა და უკან დაბრუნებულმა, შიგ შესვლა ვეღარ შესძლო. 

 

ჩინოვნიკმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გამოცემას უთხრა, რომ შავი ყუთის ჩანაწერით დასტურდება სწორედ ეს ვერსია, რადგან ჩანაწერში ისმის, როგორ ცდილობს პილოტი კაბინის კარის შემტვრევას, თუმცა, მისი ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა: 

 

თვითმფრინავმა მართვა დაკარგა, 38.000 ფუტის სიმაღლიდან სწრაფად დაიწყო ვარდნა და საფრანგეთის სამხრეთით, ალპებში ჩავარდა. 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ჩვილი და 17 მოზარდი იყო. თვითმფრინავი "ლუფტჰაზას" შვილობილ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და ის რეისს დიუსელდორფიდან ბარსელონაში ასრულებდა. 

 

ტრაგედიას ფრანგული მხარე იძიებს. ამ დრომდე უცნობია, რატომ დატოვა კაბინა ერთმა პილოტმა, ხოლო უკან მიბრუნების მცდელობისას რატომ ვერ გააღო კარი. ასევე უცნობია, რას აკეთებდა ამ დროს მეორე პილოტი. ფაქტია, რომ რამდენიმე წუთიდან მას შემდეგ, რაც კარის შემტვრევის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ლაინერმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !