ირაკლი იმნაიშვილი: "რეჟიმი რომ არ დამეცვა, ახლა თქვენთან ერთად არ ვიქნებოდი"

Image

დღევანდელ პრესკონფერნციაზე დაავადების მართვის საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა "C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა.

 

მისი თქმით, მოხარულია, რომ მალე ხელი მოეწერება ჰეპატიტის ელიმინაციის ისეთ პროგრამას, რომლის ფარგლებში, აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობის შესაძლებლობა ექნება. ჰეპატიტთან ბრძოლა, ყველამ ვისაც ეს დაავადება აქვს ახლავე უნდა დაიწყოს. რეჟიმის პირველი ეტაპი ყველანაირ ალკოჰოლზე უარის თქმაა.

 

"არჩევანი ძალიან მარტივია, ჩვენ ვახდენთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ყველა ერთად. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობის წილი, მათ შორის პაციენტს და პაციენტის ოჯახის წევრებს. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გააკეთონ, უარი თქვან ყველანაირ ალკოჰოლზე. თუ მათ ოჯახის წევრს აქვს C ჰეპატიტი, არ დალიონ მასთან ერთად.

 

ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. 7 წლის განმავლობაში რომ არ დამეცვა რეჟიმი, დღეს თქვენთან ერთად აქ არ ვიქნებოდი", - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა.

 

დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა მოსალოდნელი პროექტის შესახებ გაიგეს და რეჟიმს და თავის მოვლას თავი დაანებეს.

 

მისივე ინფორმაციით, ბევრი კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა მკურნალობის დაწყების იმედით, რეჟიმის დაცვაზე ხელი აიღეს, ღებულობენ ალკოჰოლს და საერთოდ არ იცავენ ძირითად საბაზო პრინციპებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან დიდი რისკების შემცველია.

 

"ყველა პაციენტს, რომელსაც C ჰეპატიტი აქვს, უმორჩილესად ვთხოვ გააცნობიეროს, ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც ძალიან მალე მიწვდომადი გახდება, არ ნიშნავს, რომ ღვიძლი მყისიერად გაჯანსაღდება. იმ საბაზო წესების დაცვა, რაც არის ალკოჰოლისაგან სრულად თავის არიდება და გარკვეული კვებითი რეკომენდაციები, სავალდებულოა დასაცავად, როგორც დღეს, სანამ მკურნალობას დაიწყებენ, ასევე მკურნალობის პერიოდში და შემდგომშიც.

 

ეს არის უმნიშვნელოვანესი მოცემულობა, რომ იმით არ დაიმედდნენ, რადგან მედიკამენტი გახდება მიწვდომადი, საერთოდ აიღონ ხელი რეჟიმზე, ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !