პედოფილიის კიდევ ერთი ფაქტი თბილისში: „ზაზა ძიას ოთახში როცა შევყავდი ხელს მაკიდებინებდა...“

Image

მეორე ჯგუფის ინვალიდია ნათია გიგაური მეზობელ მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს.

 

მისი თქმით, დამნაშავეს პოლიცია ხელს აფარებს, რადგან იგი პოლიციის აგენტია.

 

დაზარალებული პოლიციის მერვე განყოფილებას უნდობლობას უცხადებს და სისხლის აღებით იმუქრება.

 

„ტყუპები მყავს, ნინიკო და გიორგი. ბავშვები სანამ ბაღში იყვნენ, ახმეტელის მეტროსთან ვვაჭრობდი, შემდეგ კი სახლში ვიყავი. ნინიკო ზაზასთან შედიოდა, ტელეფონი ჰქონდა ზაზას და რაღაცებს ათამაშებდა ბავშვს. გიორგის კი აგდებდა ოთახიდან, გააღებდა კარს და მეტყოდა, შემაწუხა ამან და აქედან გაიყვანეო. ბავშვმა მითხრა, ხან წიხლს ამომარტყამდა, ხან თმაში მექაჩებოდა იქედან, რომ გამოვსულიყავიო.

 

დაახლოებით ორი თვის წინ ნინიკო საავადმყოფოში გადამყავდა და მითხრა, ზაზა ძიას ოთახში როცა შევყავდი ხელს მაკიდებინებდა და მეუბნებოდა, ეს ასე დაიქნიეო. მერე ხან წინ ჩამიდებდა, ხან უკანო.

 

იმ დღეს თავი შევიკავე ჩხუბისგან,  მეორე დღეს გაიმეტეს ქალებმა სასიკვდილოდ. შემდეგ დავრეკეთ პოლიციაში, მოვიდა ორ-ორი ეკიპაჟი, გამომძიებელი. წავედით პოლიციის მერვე განყოფილებაში, მივეცით ჩვენება, ბავშვმა მოყვა რას უკეთებდა ზაზა, ვიდეოც გადაუღეს, სადაც აღწერს, რა როგორ ხდებოდა. მისი საცვალი ნახეს, სამი დღე პოლიციის განყოფილებაში ხან ვის უჯრაში იდო ეს საცვალი და ხან ვის უჯრაში.

 

...მეგონა დააკავებდნენ, მაგრამ გამომძიებელმა თამუნამ მითხრა, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს და სახლში ხომ არ წავიყვანო?  არ ვენდობი მერვე განყოფილებას, ხელს აფარებენ დამნაშავეს. რომ დამიჭირონ მაინც ვიტყვი, რომ ის არის პოლიციის აგენტი და ამიტომ არის თავისუფალი.

 

ბევრი უკანონობა ხდება ამ განყოფილებაში. გამომძიებელმა მითხრა, არსად არ თქვა ექსპერტიზის პასუხი რომ არის მოსულიო, არადა ხალხს ეუბნებიან, რომ ჯერ უცნობია ექსპერტიზის დეტალები.

 

როგორც გამომძიებელმა მითხრა, ექსპერტიზის პასუხები ასეთია: ბავშვის საცვალი ჭუჭყიანი იყოო. გამომძიებელმა მითხრა, ქალბატონო, სუფთად ჩაცმული ატარეთ ბავშვიო... ბაღში დამყავს ბავშვები და შეამოწმონ თუ არ აცვიათ სუფთად ჩემს შვილებს.

 

ღამით არ მძინავს, კარი არ იკეტება, ხომ შეიძლება ეს ზაზა შემომივარდეს სახლში? გვერდით მიდევს ნაჯახი და ფხიზლად ვარ. ბაღშიც ყველა გაფრთხილებული მყავს, ბავშვს თვალი არ მოაშორონ, იმან რომ არ გაიტყუოს. კი ეშინია ბავშვს ზაზასი, ღამით ეღვიძება შიშით...

 

ბავშვს ემუქრებოდა თურმე, დედას ეს არ უთხრა, თორემ შენც მოგკლავ და დედაშენსაცო. პატარაა ბავშვი და ეშინია, მეუბნება სამივეს მოგვკლავს ზაზაო. ითიშება ბაღში, მასთან ბაღის ფსიქოლოგი მუშაობს, აგრესიული გახდა ჩემი ნინიკო, ძალიან განიცდის.

 

ამბობენ, თითქოს ზაზა მონასტერშია, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე. ხან მე-15 სკოლაში ცხოვრობს, ხან კიდევ მოსკოვის პროსპექტზე. იქ ვიღაც მრავალშვილიან ოჯახთან მეგობრობს. იმ ღამეს უნდა მომეკლა, პოლიცია მეუბნება ვერ ვიჭერთო.

 

ამდენი ხანია ვიბრძვი, 21-ე საუკუნეში სიმართლეს როგორ ვერ ვიპოვი? ყველა მეუბნება გაჩერდიო, მაგრამ რატომ უნდა გავჩერდე? პედოფილის დაცვა როგორ შეიძლება, ხალხო? ადვოკატმაც მიღალატა, არასამთავრობოებმაც. ამ საქმემ გადამიყოლა და მივიყვან ბოლომდე.

 

პროკურატურაში შევიტან სარჩელს. ვაფრთხილებ პოლიციას და ყველას, რომ მთიული ქალი ვარ და თუ კანონის გზით არ აგებს ზაზა პასუხს, სისხლის აღებით მოუწევს. ჩემი შვილის გამმწარებელი არც გარეთ მინდა და არც ციხეში,“ - აცხადებს ნათია გიგაური.

 

Ambebi.ge შეეცადა, ზაზა ს-ს დაკავშირებოდა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.

 

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 141 მუხლით, რაც 16 წლამდე მოუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !