
21 მარტს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოდან უკვე დაიძრა მსუბუქი ავტომანქანების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისგან შემდგარი კოლონა.
კოლონამ სტარტი ზუგდიდიდან აიღო, სადაც წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობაც ჩავიდა, მას გზადაგზა შეუერთდებიან ხობიდან, ფოთიდან, სენაკიდან, მარტვილიდან, აბაშიდან მობილიზებული აქციის მონაწილეები.
ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ლიდერმა ანი ნადარეიშვილმა.