
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნა გაახმაურა.
მისი თქმით, უმრავლესიბის წევრებმა მინდომეს „რეაქციაში“ 21 მარტის აქციის თემა არ გაშუქებულიყო.
„დღევანდელი გადაცემის თემაა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი 21 მარტის საპროტესტო აქცია.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ-შოუს ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განგვიცხადეს, რომ არ მოვლენ“ - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.