
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტიის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე.
აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება. ერთი, ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ“ - აღნიშნა მან.
აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.