
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის გამო დედაქალაქში ავტოსატრანსპორტით გადაადგილებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.
14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
"აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით", - აცხადებენ შსს-ში.