
ამ წერილს ერთი ჩვეულებრივი ქალბატონი წერს, რომელიც სამსახურს და ოჯახს ერთმანეთს უხამებს. ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტა შინაურ საქმიანობაში მეუღლეც ჩაერთო.
„ჩემი ძვირფასი მეუღლე ჩვეულებრივი, "კლასიკური" ქართველი მამაკაცია, სხვებისგან არაფრით განსხვავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის საქმეებში თითქმის არ ერევა...
წარმოდგენა არ აქვს, სად იყიდება პროდუქტი, სად შეიძლება გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, როგორ იზრდებიან ბავშვები და ა.შ.
ოჯახში ფულის მოტანის მეტი არაფერი ევალება. მიაჩნია, რომ რადგან მატერიალურად უზრუნველვგყოფს, მისი მამაკაცური მისია ამით ამოიწურება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღეს სამსახურში მაგვიანდებოდა.
თან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა გასაკეთებელი და ბავშვები სკოლაში გავუშვი თუ არა, ფურცელზე ჩამოვწერე იმ პროდუქტების სია, რომლის ყიდვაც დილით უნდა მომესწრო. ვიფიქრე, - ერთხელ მაინც გაისარჯოს, დღეს მაინც დასვენების დღე აქვს და ცოტა შემეშველოს, მაღაზიიდან პროდუქტის ამოტანას რაღა უნდა-მეთქი?
ყოველგვარი შეცდომებისა და "კატაკლიზმების" ტავიდან აცილების მიზნით სია დეტალურად შევადგინე და და ჯრ კიდევ მძინარე მალხაზს თავთან დავუდე. მოგვიანებით სამსახურიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ფურცელზე ჩამოწერილი პროდუქტები ეყიდა. შემპირდა, - აუცილებლად ვიყიდიო.
სია ასე გამოიყურებოდა:
1. ქათამი;
2. პური;
3. სტაფილო;
4. არაჟანი;
5. რძე;
6. კარტოფილი.
საღამოს შინ დაბრუნებულმა, ტელევიზორთან მიმჯდარ მალხაზს კარიდანვე გავძახე, _ იყიდე, რაც გთხოვე თუ გავბრუნდე და მე ვიყიდო-მეთქი? - ყველაფერი ვიყიდე, რაც სიაში გეწერა. სამზარეულოში, მაგიდაზე აწყვიაო, - ძლივს მოაშორა თვალი ტელევიზორს.
სამზარეულოში შესულს კი, როდესაც ცელოფნიდან პროდუქტი ამოვალაგე, კივილი აღმომხდა. მაგიდაზე ამოვაწყე: 1 ქათამი, 2 პური, 3 ცალი სტაფილო, 4 ქილა არაჟანი, 5 პაკეტი რძე და 6 ცალი კარტოფილი. აი, ასე დამეხმარა მეუღლე პირველად და უკანასკნელად. ამის შემდეგ მე მისთვის დახმარება აღარ მითხოვია. მადლობა, რომ მომისმინეთ. კარგად.“ - წერს ელეონორა.
gzapress.ge