
ორგანიზაცია „დროამ“ და „პატრიოტთა ლეგიონმა“ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სავარძელი და მატრასი მიუტანეს.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რბილი ავეჯის შესაძენად გადახდილ კოლოსალურ თანხას აპროტესტებენ.
ისინი შეეცადნენ მატრასი და სავარძელის შენობის მე-8 სართულზე, პრემიერის მოსაცდელში შეეტანათ, მაგრამ დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
newposts.ge