-
2015-03-19 08:21
გორში სტალინის ძეგლის აღმართვა 9 მაისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ალეკო ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ძეგლის 9 მაისს აღმართვის პირობა მათ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მისცა.
გორის მერიაში მერის მიერ სტალინელებისთვის მიცემულ დაპირებას ადასტურებენ თუმცა, როგორც ზურაბ ჯირკველიშვილის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე აცხადებს ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის როდის და რა ფორმით მოხდება ძეგლის აღმართვა მუზეუმის ეზოში.
შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე 60 წელზე მეტხანს იდგა, ის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს აიღეს და უკვე მეხუთე წელია, პირქვე დამხობილი, კარალეთში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ინახება.