
როგორც სვანაძემ "აქცენტს" განუცხადა, თავდასხმის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
„ამ წუთებში ვიმყოფები ქალაქის N 1 საავადმყოფოში, ნეიროქირურგიის განყოფილებაში.
გამთენიისას, დიდუბეში, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ამედევნა 2 ახალგაზრდა კაცი, ისინი ჯერ უკან მომყვებოდნენ,
შემდეგ გამისწორდნენ, სიგარეტი მთხოვეს და იქვე ერთ-ერთ სადარბაზოში შემამწყვდიეს, ერთ-ერთმა ხელები გამიკავა და მეორე მცემდა,
თავში მირტყეს დანა და როდესაც დანის ტარით ჩემს ცემას მორჩნენ, შემდეგ მუშტებიც მოიმარჯვეს. მიზეზებს ვადგენ", - აცხადებს სვანაძე.