სოხუმი-1993,15-16 მარტი და ქართველ არტილერისტთა (არამარტო) გმირობა

Image

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია თავის თანამებრძოლებთან ერთად ყოველი წლის 16 მარტს მიდის თბილისის ცენტრში, ვარაზის ხევთან მდებარე მემორიალთან.

 

მაშინ, როცა ტელეკამერებისა და ფოტორეპორტიორების მთელი ყურადღება კეწკეწ პიჯაკებში გამოწყობილი ენამჭევრი ქართველი პოლიტიკოსებისკენაა მიპყრობილი, ვეტერანი ოფიცერი მდუმარედ მიაგებს პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპულ თანამებრძოლებს.

 

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია 1992-1993 წლებში სოხუმის 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონის მეთაური იყო. 1993 წლის 15 მარტს, შუაღამისას, გუმისთის სანაპიროზე გამავალ თავდაცვით ხაზზე განლაგებულმა თემურ ზარანდიას ბატალიონმა 12 ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ბოლო ტყვიამდე იომა და ძირითადი ძალების მისვლამდე რამდენიმე საათით მოახერხა აფხაზური ფორმირებებისა და მათი მომხრე დაქირავებული მებრძოლების მიერ სოხუმზე განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება.

 

„მეექვსე ბატალიონს გუმისთის სანაპიროზე ეკავა მიმართულება, რომელიც საავტომობილო გზას და რკინიგზას იცავდა. მოწინააღმდეგემ, რომელმაც თავდაპირველად ორსაათიანი საარტილერიო და საავიაციო მომზადება დაასრულა, შემდეგ გამოუშვა სადაზვერვო ასეული. დაახლოებით ორასი კაცი იქნებოდა, რომელიც გვიტევდა. ამ ორასი კაციდან ადგილზე მოკლულების სახით დარჩა 27 კაცი.“

 

ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია მხოლოდ 1993 წლის 15 მარტის შუაღამის ბრძოლის ერთ ეპიზოდს იხსენებს. სადაზვერვო ჯგუფის იერიშის გარდა, აფხაზებისა და კონფედერატების ძალები უტევდნენ მეორე მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა ქართული განლაგების გარღვევას და მე-6 ბატალიონის ალყაში მოქცევას. რუსეთის ავიაციის მოქმედების პირობებში, ქართველ არტილერისტებს გაუჭირდათ მოქმედება მოწინააღმდეგის შესაჩერებლად.

 

აგუძერაში მყოფმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ გუმისთის ხაზზე მყოფი 23-ე ბრიგადის დასახმარებლად სამი ბატალიონი გაგზავნა. აფხაზური ქვედანაყოფები, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია იხსენებს, თავგანწირვით უტევდნენ საქართველოს პოზიციებს. მე-6 ბატალიონი ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „შავნაბადას“ დახმარებამ ვითარება განმუხტა.

 

„მარჯვენა ფლანგზე მეორე ბატალიონმა ვერ შეძლო მტრის შეკავება, აფხაზებმა გაარღვიეს [თავდაცვის ხაზი] და კიდევ კარგი, რომ „შავნაბადას“ ბატალიონმა, კობა კობალაძის მეთაურობით, სულზე მოგვისწრო, თორემ, ალბათ, ალყაში მოექცეოდა მე-6 ბატალიონი.“

 

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიება საბოლოოდ 16 მარტს დასრულდა. საქართველოს არტილერიისა და ეროვნული გვარდიის ნაწილების დახმარების შედეგად, აფხაზურმა და დაქირავებულმა ფორმირებებმა უკან დახევა დაიწყეს. მალე, ვინც ალყის შემორტყმას ცდილობდა, თავად აღმოჩნდა ალყაში. თუმცა, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია იხსენებს, აფხაზებმა სოხუმის დამცველების შეთავაზებაზე უარი თქვეს:

 

„იყო მეორე გარღვევა, რომლის ლოკალიზება მოვახდინეთ. აფხაზები - თუ მათი დაქირავებულები - ჩვენს სანგრებში ჩასხდნენ. ჩვენ ვუთხარით, გაგიხსნით დერეფანს და გაგიშვებთ, თუ გახვალთო. არა, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ აქ უნდა მოვკვდეთ, ეს ჩვენი მიწა-წყალიაო, - უარი თქვეს. მერე იძულებული გავხდით, რომ გაგვენადგურებინა ისინი.“

 

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის წინ, 15-16 მარტს, სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი ყველაზე დიდი დანაკარგი 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონს ჰქონდა. ამ ქვედანაყოფის მწყობრში დარჩენილი ჯარისკაცები, თავიანთი მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას ხელმძღვანელობით, ყოველი წლის 16 მარტს მიდიან ხსოვნის მემორიალთან, მერე კი საკუთარ წრეში, მოკრძალებულ სუფრაზე იგონებენ დაღუპულ თანამებრძოლებს.

 

„ჩვენი მხრიდან დანაკარგი ცხრა კაცი იყო, ორი ტანკში დაიწვა - პიტავა და ზარანდია. ერთმანეთი არ მიატოვეს ტანკში და შიგნით, ტანკში ჩაიწვნენ.“

 

თანამებრძოლები განსაკუთრებული სიამაყით იხსენებენ ბატალიონის კიდევე ერთ წევრს, როინ გირგვლიანს, რომელმაც სნაიპერის ცეცხლს გამოარიდა დაჭრილი თანამებრძოლი, თუმცა თავად დაიღუპა.

 

„იყო გმირი ბიჭი, გირგვლიანი როინი, რომელმაც ზურგზე მოიკიდა დაჭრილი თანამებრძოლი. სნაიპერმა ისიც მოკლა და ესეც დაჭრა, მაგრამ გირგვლიანმა მოასწრო ამ ცოცხალმკვდარი კაცის გამოყვანა და თქვა, ბიჭებო, მეც დავიჭერიო.“

 

ცხადია, მე-6 ბატალიონის გარდა, 19 წლის წინანდელ სამხედრო ოპერაციაში სხვა ქართული დანაყოფებიც მონაწილეობდნენ და, ვიცე-პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას მსგავსად, სხვა მეთაურებსაც ბევრი რამე აქვთ გასახსენებელი. მაგრამ რაც დრო გადის, ეს ხსოვნაც ძალაუნებურად დავიწყებას ეძლევა.

 

საქართველოს შემდგომი სამხედრო წარუმატებლობების გამო, ახლა ცოტას თუ სიამოვნებს 1993 წლის 15-16 მარტის წარმატებული საბრძოლო ოპერაციის გახსენება. თავად იმ ბრძოლების მონაწილეთა უდიდესი ნაწილი კი, როგორც ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ზარანდია, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა და ახლა საკუთარი უფლებების დასაცავად საკუთარ ქვეყანაში არსებული სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას.

 

კობა ლიკლიკაძე

 

წყარო

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !