-
2015-03-15 15:13
ზუგდიდში „მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრზე“ თავდასხმისა პარლამენტის წევრს აკაკი მინაშვილს ხის ხელკეტებით გაუსწორდნენ.
ამ წუთებში ის „მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში“ იმყოფება. მინაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
„ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, ისინი ახორციელებენ რეპრესიებს ოპოზიციაზე. დღეს თავს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაგვესხნენ“-განუცხადა აკაკი მინაშვილმა „რუსთავი 2-ს.“