
,,ქართული ოცნების" წევრებმა ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ,,ქართული ოცნების" აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მშვიდობიანი მსვლელობით მივიდნენ, შემდეგ კი პარტიის ოფისს ქვები დაუშინეს და შიგნით შეიჭრნენ.
აქციას ზუგდიდის საკრებულოს თამჯდომარე, მერაბ ქვარაია ხელმძღვანელობდა აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და გუბერნატორის მოადგილე ლაშა გვასალია.
ინციდენტისას 6 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.