-
2015-03-09 13:39
ზუგდიდში გამგებლის მოადგილე ნიკა სართანია მერიის თანამშრომლებმა სცემეს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ინფორმაცია ზუგდიდიდან მიაწოდეს.
ცნობილია მათი ვინაობაც, ვინც ნიკა სართანიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელები დავით სოსელია და მამუკა ციმინტია არიან.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ნიკა სართანია სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებლისა და ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერის, ყოფილი პატიმრის ლალი ანთიას შვილია. სართანია საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოშიც მოხდა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ გოგა თოდუა და „ნაცმოძრაობიდან“ ბათლომე შელია დაუპირისპირდნენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29